თბილისში, პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.
ეს სამედიცინო დაწესებულებებია:
შპს „მედკაპიტალი-გლდანი“ მის: ვეკუას ქ. N 18.
შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“ მის: გამრეკელის ქ. N19.
შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
შპს „მედსი“ („ვერე-21“) მის: ქიაჩელის ქ. N 18.
შპს „მედკაპიტალი-სამგორი“ მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.