LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

business_plans_profit_resize

2018 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 %-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 3,8% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასები 0,1%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0,7%), ასევე რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (3,8%). ფასები შემცირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,2%). ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: კერძოდ, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2,5%ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2,01 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (2,8%), სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (3,5%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3,1%). ფასები შემცირდა მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-8,3%); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 15,4 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,97 პროცენტული პუნქტით აისახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g