რამდენიმე საათის წინ, ატლანტაში, ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომლის წლევანდელი ჰედლაინერი Maroon 5 იყო.
საინტერესოა, რომ შოუს, რომელიც ღონისძიების ისტორიაში ყველაზე ცუდ სანახაობად დასახელდა, მუსიკალურად ასევე ბიგ ბოი და ტრევის სკოტი აფორმებდნენ.
აღმოჩნდა, რომ კაილი ჯენერი მეუღლის გასამხნევებლად Mercedes-Benz-ის სტადიონზე არ იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ის პერფორმანსს ქალიშვილთან, შტორმისთან ერთად, თვალს ტელევიზორით ადევნებდა.
ახალგაზრდა სელებრითმა ,,ინსატგრამზე” გოგონას რეაქციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცნობს და ეღიმება პატარას მამის დანახვაზე.
შეგახსენებთ, რომ ტრევის სკოტმა და კაილი ჯენერმა ურთიერთობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყეს. 1-ელ თებერვალს მათი პატარა 1 წლის გახდა.