LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტათი უწესრიგო ვარ“ – ვიქტორია ბექჰემმა ახალ ვიდეოში არეული საძინებელი გამოაჩინა (ფოტო)

victoria

ვიქტორია ბექჰემმა ცოტა ხნის წინ YouTube-ზე საკუთარი გვერდი დაარეგისტრირა, სადაც დროდადრო მისი ახალი ვიდეოები ჩნდება. ამჯერად დიზაინერმა არხის მაყურებლისთვის ნიუ-იორკის სახლში მცირე ექსკურსია მოაწყო. განსაკუთრებულად არეული მისი საძინებელი აღმოჩნდა, ვიქტორიამ ამის შესახებ მაყურებელი წინასწარ გააფრთხილა.

„ახლა ალბათ ხვდებით, როგორ ვაგიჟებ დევიდს. ის სუპერ-პუპერ აკურატულია. მე კი ბაქტერიების მეშინია, ყველაფერი იდეალურად სუფთა უნდა იყოს. ყველაფერს ვადეზინფიცირებ, მაგრამ ცოტათი უწესრიგო ვარ“-ამბობს ვიქტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები