,,ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ცნობილია არაერთი უხერხული თუ სახალისო მომენტით, გამონაკლისი არც წელს ყოფილა.
ქსელში ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ლედი გაგა რამი მალეკის მიმართ, მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენს.
37 წლის მსახიობმა, რომელიც 32 წლის არტისტს ჯერ კიდევ ,,ოქროს გლობუსზე” შეხვდა და საკმაოდ თავმდაბლურად გაეცნო, ამჯერად თავად ამ უკანასკნელის ყურადღება ერთი უჩვეულო დეტალით მიიპყრო.
Rami Malek is so cute!! Look how he is greeting Lady Gaga IM CRYING! #GoldenGlobes https://t.co/JlnRRhaRcF
— Menna (@kopfkiino) January 7, 2019
საქმე ისაა, რომ დოლბის თეატრის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე, სადაც ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი მუსიკალური ბიოპიკიდან ,,ბოჰემური რაფსოდია” შეყვარებულთან, ლუსი ბოინტოთან ერთად მივიდა, სახლიდან ოდნავ მოუწესრიგებელი გამოვიდა, რაც ამერიკელი ვარსკვლავის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია.
თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ბაფთა, რომელიც მალეკს ეკეთა, დახრილია. აღარაფერს ვამბობთ, მისი გერლფრენდის უყურადღებობაზე, რომელიც ლედიმ ღონისძიების შესვენებისას გამოასწორა.
ემოციურ ფოტოებზე, რომლებიც სოციალურ ქსელს ელვის სისწრაფით მოედო, ჩანს თუ როგორ უსწორებს ლედი გაგა რამი მალეკს ბაფთას, შემდეგ კი შედეგს უწონებს და ეხუტება.
შეგახსენებთ, რომ 91-ე ,,ოსკარები” 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართა. საღამოზე, რამი მალეკი ,,საუკეთესო მსახიობი მამაკაცის”, ლედი გაგა კი ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა.