ჰოლი ბერის სხეულს ახალი ტატუ ამშვენებს. გაირკვა, რომ ამერიკელმა მსახიობმა მთელი ხერხემალი წყალმცენარეებით მოიხატა.

52 წლის ვარსკვლავმა პირველი სვირინგი ყოფილ მეუღლეს, ბეისბოლისტ, დევიდ ჯასტისს მიუძღვნა. სპორტსმენთან განქორწინების შემდეგ, ,,ოსკაროსანი” ლამაზმანი გამოტყდა, რომ მაშინ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ტატუს გადაკეთება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზურგზე უზარმაზარი ვარდი ლედი გაგამ დაიხატა.
