LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლა გაქურდეს – მხილებულია 3 არასრულწლოვანი

104
Capture

გურიაში ქურდობის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ სოფელ გუანრთის საჯარო სკოლიდან ტექნიკა წაიღეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სამმა არასრულწლოვანმა, მიმდინარე წლის 15 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში, ღამის საათებში, ფარულად შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შენობაში განთავსებულ ორი ნოუთბუქი, პერსონალურ კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატს, მუსიკალურ ცენტრს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,”- აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები