მას შემდეგ, რაც თემურ უგულავასთან დაიწყო ცხოვრება, ნინი ნებიერიძე „ფეისბუქ“-მეგობრებსა და ჟურნალისტებს ახალ-ახალი ფოტოებით გვანებივრებს, რომლებიც მილიონერ მეორე ნახევართან ერთად აქვს გადაღებული.
ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ახლახან განათავსა სოციალურ ქსელში, ჩანს, როგორ ვნებიანად კოცნის ის თემურ უგულავას.
მანამდე კი ნინიმ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ქურქშია გამოწყობილი. აქაც მეუღლესთან ერთად არის. მოდელმა ფოტოს შემდეგი წარწერა დაურთო: „ჩემი ყველაზე მაგარი ქმარი…“ ფოტოზე რამდენიმე კომენტარი მისმა მეგობრებმა და თემურის შვილმა, ნოდომ გააკეთეს. ნოდო ხუმრობით აღნიშნავს, რომ ნინის სვანური ვეფხვის ქურქი აცვია. მეორე კი ხაზს უსვამს იმას, რომ ქმრის სიმაგრე ნინის ქურქზე ეტყობა: „ქმარი გეტყობა შუბაზე“. ნინი კი პასუხობს: „თქვენ კიდევ ვერ ისწავლეთ შუბების გარჩევა. „სექენდ ჰენდია“ ამჯერად, შეცდით თქვენ“.