დღეს 9 აპრილის მემორიალთან მისულ დედაქალაქის მერს ჟურნალისტებმა შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებითაც დაუსვეს. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ცხადია ოპონენტებს წერილის შინაარსი არ მოეწონებოდათ, რადგან მერის თქმით, მათ თავისუფლება და დემოკრატია სხვანაირად წარმოუდგენიათ.
„არ მინდა გავიხსენო ახლა რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში, თვითონ წერილის შინაარსს რაც შეეხება, ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავის სახელი აქვს დარქმეული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მე მომეწონა, ეს არის კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით გუშინ წერილი გაავრცელა.