LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირ ლისაბონისკენ – პორტუგალიური Hi Fly თბილისში შემოსვლას გეგმავს

1335
https___hypebeast.com_image_2018_12_hi-fly-airlines-plastic-free-11

რომელია შემდეგი ავიაკომპანია, რომელიც საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას დაიწყებს და რომელ  ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს ამჟამად მოლაპარაკებები – ამ საკითხებზე Tv პირველზე, „საქმიანი დილის“ ეთერში „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქართულ ავიაბაზარზე უხლოეს მომავალში, შესაძლოა, ესპანური Plus Ultra Líneas Aéreas-ი და პორტუგალიური Hi Fly შემოვიდნენ. ამასთან, მოლაპარაკებები თითქმის ბოლოშია გასული უმსხვილეს ინდურ ავიაკომპანია INDIGO-სთან.

„ვესაუბრებით Plus Ultra Líneas Aéreas-ს მადრიდის მიმართულებაზე და ასევე ვესაუბრებით Hi Fly-ს ლისაბონის მიმართულებაზე. ვფიქრობთ, რომ ქართველი მომხმარებლისთვის და არამარტო, ეს იქნება ძალიან სასიხარულო, თუ კი აღნიშნული ავიაკომპანიები ზაფხულის სეზონზე თბილისის აეროპორტში შემოვლენ“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g