LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ფანს, ტეილორ სვიფტმა ყვავილები და წერილი გაუგზავნა

123
12079800-0-image-a-42_1554864136392

ყველასთვის ცნობილია, რომ ტეილორ სვიფტი საკუთარი თაყვანისმცემლების დიდი მოყვარულია. ის მათ არამარტო კონცერტებზე, არამედ სხვადასხვა ინტერვიუებშიც ხშირად იხსენიებს. ამასთან, მადლობის გარდა, შემსრულებელი ფანებს მოულოდნელი საჩუქრებითაც ანებივრებს.

ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ 29 წლის მომღერლის ერთ-ერთი გულშემატკივარი სახელად, ლინდსი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით, საავადმყოფოში აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ ინფორმაციამ ამერიკელ ვარსკვლავამდეც მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, მან გოგონას ყვავილები გაუგზავნა და მეტიც, მის გასამხნევებლად ემოციური წერილიც კი დაწერა.

სიურპრიზით აჟიტირებულ ლინდსის თავისი განცდების საჯაროდ გამოხატვა ასეთ რთულ მდგომარეობაშიც კი არ გასჭირვებია.

ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც გოგონამ თავად გამოაქვეყნა, აღელვებული და გულაჩუყებული თინეიჯერი სიხარულისგან ცრემლებს ვერ იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები