LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა „ფოსტის შესახებ” კანონს წლის ბოლომდე მიიღებს

41

მთავრობა „ფოსტის შესახებ კანონის“ წლის ბოლომდე მიღებას გეგმავს. როგორც „ფორტუნას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განუცხადა, ამ დროისთვის კანონპროექტზე სამინისტრო EBRD-თან ერთად მუშაობს.

„გვინდა, რომ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევროპულ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, ახლა EBRD-თან ერთად დავიწყეთ მუშაობა, რათა ევროპელ ექსპერტებმა დაიდონ დასკვა, თუ რამდენად შეესაბამება ის ევროპულ კანონმდებლობას და თუ ეს ასე არ არის, მოხდეს მისი შესაბამისობაში მოყვანა. ამის შემდეგ კანონპროექტს უკვე მთავრობა განიხილავს და პარლამენტში გადაიგზავნება“, – განუცხადა „ფორტუნას“ არველაძემ.

კანონპროექტის შესავალში აღნიშნულია, რომ ის ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, სახელმწიფო რეგულირების სფეროს და სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების პრინციპებს. საფოსტო კავშირის ქსელებისა და საშუალებების ფლობის, მათი გამოყენების და მომსახურების მიწოდების დროს პირთა უფლებებსა და მოვალეობებს.

„ფოსტის შესახებ” კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წელს შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ყოველგვარი კონკურსის გარეშე 5 წლის ვადით ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი მხოლოდ ერთ კომპანიას – „საქართველოს ფოსტას“ უნდა მიენიჭოს. საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის ამ და სხვა სამართლებრივი საფუძვლების ახლებურად მოწესრიგებას მაშინ საფოსტო ოპერატორები აპროტესტებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები