LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაცია” საგადასახდო კანონმდებლობაში ტექნოლოგიური სფეროს შეტანას ითხოვს

45

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ტექნოლოგიურ სფეროზე მორგებული არ არის, რაც ამ სფეროს პრობლემებს უქმნის, – ამის შესახებ „ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაციის” დამფუძნებლმა დავით სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საგადასახადო კანონი იქმნებოდა, ტექნოლოგიური სფერო ჩანასახის დონეზე იყო, ამიტომ კანონმდებლობაში ეს დარგი არ გაუთვალისწინებიათ.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, დარგის წარმომადგენლებს სურთ, კანონში ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდეს და ამ პროცესში სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულები.

”გვინდა, ტექნოლოგიური სფერო ცალკე გამოიყოს, რადგან ამ სფეროს კონკრეტული სპეციფიკა აქვს, რომლის გამოც, ის რთულად ექცევა სხვა ბიზნესთან ერთად ჩარჩოში. ჩვენ არ გვჭირდება მატერიალური ბაზა და ჩვენი ბიზნესი არის ადვილად გადატანადი სხვაგან. თუ ჩვენთან არ იქნა საკანონმდებლო შეღავათები, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ოფშორებზე, მაშინ, როდესაც ვინდა, რომ სხვებიც პირიქით, აქეთ შემოდიოდნენ. ჩვენ  გვინდა არა ოფშორული, არამედ ისეთი ზონის შექმნა, სადაც ადვილი იქნება IT ბიზნესის დაწყება“,- განაცხადა დავით სიჭინავამ.

magti 5g