ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოა. მსვლელობასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედანიდან უკვე გადაკეტილია.
სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება.
რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობისთვის შეკრება იწყება - რუსთაველი გადაიკეტა (ვიდეო)
როგორც პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ “ფორტუნას” განუცხადა, “ღმერთმა ოჯახად შექმნა ადამიანი, ამიტომ ოჯახის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის გადარჩენისთვის და ადამიანის ბედნიერებისთვის ოჯახური ცხოვრება არის მთავარი.”
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ოჯახზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყანა. ოჯახი არის ის ადგილი , სადაც ყალიბდებიან პიროვნებებად და ეკლესიამ ეს დღე დაამტკიცა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღედ. მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც მის უწმინდესობა გადაიხდის პარაკლისს,”- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
რესპუბლიკის მოედნიდან სამებისკენ მიმავალ ნაკადს ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეუერთდნენ პატრიარქის მიერ დალოცვლი გვარების წარმომადგენლები.
მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, სცენაზე გამოვლენ „ერისიონი“, „რუსთავი“, „სუხიშვილები“. კონცერტი დღეს, სამების საკათედრო ტაძართან 20:00 საათზე დაიწყება.
დღის პირველ ნახევარში უკვე გაიმართა ერთი მსვლელობა, მოქალაქეთა ნაწილი და სამღვდელოება სამების ტაძართან ავიდნენ, შემდეგ კი უკან, მთავრობის ადმინისტრაციასთან და რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნდნენ, რათა დღის მეორე ნახევარში დადგმილ მსვლელობას შეერთებოდნენ.
ჩვენი მსვლელობა არის მათ საწინააღმდეგოდ - მოქალაქეები სამების ტაძართან მსვლელობით მივიდნენ (ვიდეო)
რა განცხადებას აკეთებს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე?
17 მაისს ლგბტქი თემი საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. 2013 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. სწორედ 2013 წლის 17 მაისს სამღვდელოების წარმომადგენლებმა და მოქალაქეთა ნაწილმა ლგბტ თემს აქციის გამართვის საშუალება არ მისცა და ფიზიკურად გაუსწორდა მათ.
წელს ლგბტ თემი შეკრებას 17 მაისის – ჰომობოფიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის ნაცვლად, ივნისის თვეში გეგმავს. თბილისი პრაიდი 18-23 ივნისის კვირაში გაიმართება.
ლგბტ თემი შეკრებას 17 მაისის ნაცვლად ივნისში გეგმავს
შეკრება 18-23 ივნისის კვირაში გაიმართება.