მას შემდეგ, რაც ბრიტნი სპირსმა თითქმის ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, ფსიქიატრიული დაწესებულება დატოვა, პოპის პრინცესა ტაბლოიდების გარეკანიდან არ ქრება.
სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, ბრიტნი სპირსი პირველად დააფიქსირეს (ფოტო)
37 წლის შემსრულებელი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის.
სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დატოვების შემდეგ, პირველად ამერიკელი მომღერალი ბოიფრენდთან სემ ასგარისთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირეს, უკვე დღეს კი 37 წლის მომღერალი 25 წლის მოდელთან ერთად პაპარაცებმა მომღიმარი და ბედნიერი რესტორანში სავახშმოდ მიმავალი გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტნი სპირსმა ”ინსტაგრამზე” სამი რომანტიკული ფოტო წარწერით ”მიყვარს” გამოაქვეყნა, რითაც სემ ასგარის სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა.
”მიყვარს” – ბრიტნი სპირსის რომანტიკული ფოტოები ბოიფრენდთან ერთად