LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახეთის მეღვინეთა გილდია“ ბურგუნდიელ ღვინის რაინდებს მასპინძლობს

123

„კახეთის  მეღვინეთა  გილდიას“  23 მარტს  ბურგუნდიელი  ღვინის რაინდები  ესტუმრებიან.  ვიზიტის  ფარგლებში  სტუმრები  დაათვალიერებენ  და  გაეცნობიან ქართულ  ღვინოსა  და  მისი  დაყენების  უძველეს  ტრადიციას.  ქართველი  მეღვინეებისა  და  ბურგუნდიელი  რაინდების  მონაწილეობით  გილდიაში  გაიმართება  ქართული  და  ფრანგული ღვინის  დეგუსტაცია,  შედარებითი  ანალიზი  და  გაცნობა.  ამასთან  ერთად,  რაინდები მოინახულებენ  კახეთის  ღვინის  მარნებს,  ნახავენ  და  გაეცნობიან  იმ  უძველეს  ტრადიციას,  რაც გულისხმობს ქვევრში ღვინის დაყენებას.

როგორც ”ფორტუნას” „კახეთის  მეღვინეთა  გილდიიდან“ აცნობეს,   აღნიშნულ  ვიზიტს  უდიდესი  მნიშვნელობა  აქვს  საქართველოს  მეღვინეობის  განვითარებისა  და  წარმატების,  ცნობადობის  გაზრდის  კუთხით.

”ვფიქრობთ,  ეს  ვიზიტი  გაამყარებს  კავშირს  ჩვენს  ქვეყნებს  შორის,  ინფორმაციის  გაცვლა  და  ცოდნის  გაზიარება  კი  წინ გადადგმული  ნაბიჯი  იქნება  ქართული  მეღვინეობის  წარმატებისკენ.  სიმბოლურია  ის  ფაქტი,  რომ  ბურგუნდიელი  ღვინის  რაინდები  სწორედ  „კახეთის  მეღვინეთა  გილდიას“  ესტუმრებიან – ადგილს, რომელიც რეგიონის მასშტაბით არსებული ერთადერთი და ამავე დროს  უმნიშვნელოვანესი ღვინის ტურიზმის ცენტრია; გილდია აერთიანებს კახეთის ღვინის მარნებს  და  რეგიონში  ჩამოსულ  უცხოელ,  თუ  ქართველ  სტუმარს  სრულყოფილ  ინფორმაციას  აწვდის  ქართული ღვინის, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ”, – განაცხადეს  „კახეთის  მეღვინეთა  გილდიაში”.

მათივე ცნობით,   გილდია  კიდევ  სხვა  მრავალი  მნიშვნელოვანი  აქტივობის  ინიციატორია: 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მასშტაბური ღვინის ფესტივალი ”Wine Weekend Batumi”  გაიმართა  ქალაქ  ბათუმში,  რომლის  მიზანიც  იყო  ღვინის  კულტურის  წარმოჩენა  და პოპულარიზაცია.  ამასთან,  უკვე  მეორე  წელია  გილდიამ  ახალ  ტრადიციას  ჩაუყარა საფუძველი  და  ღვინის  ეროვნულ  სააგენტოსთან  ერთად  2014-2015  წლებში  მოაწყო  ფესტივალი „თელავინო“,  რომელიც  “The  New  York  Times”–ის  მიხედვით  საქართველოში  დაგეგმილ ტურისტული კუთხით მნიშვნელოვან 4 მთავარ ღონისძიებას შორის დასახელდა.

”გილდიაში  გაერთიანებული  ღვინის  მარნები  ძალისხმევას  არ  იშურებენ ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით საერთაშორისო ასპარეზზე. ბურგუნდიელი ღვინის  რაინდების  ვიზიტი  ამის  კიდევ  ერთი  ნათელი  დასტურია,  რომელიც  ვფიქრობთ, დადებითად აისახება ქართული მეღვინეობის წინსვლაზე”, – აღნიშნეს „კახეთის  მეღვინეთა  გილდიაში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g