თვითმკვლელები, რომლებმაც ბრიუსელის აეროპორტში თავი აიფეთქეს, იდენტიფიცირებულები არიან – ძმები ბაკრაუიების შესახებ პოლიციისთვის ცნობილი ტერაქტამდეც იყო, ინფორმაციას ბელგიური ტელეკომპანია იუწყება.
მესამე ადამიანს, რომელიც ძმებთან – ხალიდთან და ბრაჰიმთან ერთად დააფიქსირეს, პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ბოლო მონაცემებით, აფეთქებების სერიას ბრიუსელში 34 ადამიანი ემსხვერპლა.
პასუხისმგებლობა მომხდარზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.