დღეიდან ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანია იწყებს. სწორედ 4 ივნისიდან უკრიანული SkyUp Airlines-ი ხარკოვიდან და ოდესადან ქუთაისის მიმართულებით იფრენს.
პირდაპირი რეგულარული რეისები ოდესადან და ხარკოვიდან ქუთაისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 შესრულდება. როგორც ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი ევგენი ხაინადსკი აცხადებს, ქუთაისის მიმართულებას პერსპექტიულ ჭრილში უყურებენ და დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისის მიმართულებით ფრენები მთელი წლის განმავლობაში გასტანს.
“ჩვენი ავიაკომპანიის სტრატეგიაა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ავიამიმოსვლა კიდევ უფრო გააღრმავოს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე. ესაა პირველი რეგულარული მიმართულება, რომელმაც ჩვენი ქვეყნები დააკავშირა. დავიწყეთ ასევე კიევი-ბათუმის ავიარეისები”, – აღნიშნა SkyUp Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.