LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმის მიცემის პროცესი დასრულდა – კალაძე აცხადებს, რომ ლადო კახაძემ გაიმარჯვა

129
kaladze123__51x35

წინასწარი მონაცემებით, შუალედური არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე იმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს შესწევს ძალა, რომ საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განავითაროს ქვეყანა.

„მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, გუნდის თითოეულ წევრს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს. შუალედურ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შედეგი ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია.

არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ცესკო-ს ინფორმაციით, 9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა.

9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g