LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლის ბიჭმა პოლიციის მანქანა გაიტაცა და მიიმალა

243
Untitled5k4k

შსს-ის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი, 2001 წელს დაკავებული კ.წ ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, 10 ივნისს, გამთენისაას გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული  ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა ისარგებლა გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა.

მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ “ფორდ ტრანზიტს” შეეჯახა.

კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე, ძარცვის მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (იგივე ქმედება, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ).

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ისვე ცნობით, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, „qartli.ge“-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g