LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი უძღვება

384
გავრილოვიიი

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი წაიყვანს, რომელიც პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ზის.

ასამბლეას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. მათი განცხადებით, სერგეი გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული, რასაც უმრვალესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს. რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქციაც.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.

magti 5g