LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაზისბანკმა” ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

111

“ბაზისბანკს” “ჩინეთის განვითარების ბანკის” დელეგაცია ესტუმრა. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ეს გახლდათ საპასუხო ვიზიტი.

”მოგეხსენებათ, 2016 წლის დასაწყისში, ”ბაზისბანკის” დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის განვითარების ბანკმა ”ბაზისბანკს” 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. ხაზის მიზნობრიობა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაა. აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ჩინურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ამ მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა ქართულ ადგილობრივ ბანკთან”, – განაცხადეს ”ბაზისბანკში”.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე  განხილულ იქნა ბანკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საკრედიტო ხაზის ზრდის მიმართულებით.

”ჩინეთის განვითარების ბანკის” აქტივების მოცულობა 10 ტრილიონ იუანს აღემატება. ბანკის ფილიალებსა და წარმომადგენლობებში ჩინეთში და მის საზღვრებს გარეთ დასაქმებულია 50 ათასზე მეტი თანამშრომელი. იგი ასევე, ფლობს 4 შვილობილ კომპანიას.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა “ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, 2014 წლის მიწურულს კი, თავისი წილი 92,78% გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ”ბაზისბანკის” აქციონერი „ჰულინგ ჯგუფი“ ასევე, ურუმჩი სითი ქომერშალ ბანკის აქციონერიც გახლავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g