„ეს ბათუმია – შეხვედრების ქალაქი, ქალაქი, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს“, – ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეორგოლს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
უწყება განაგრძობს რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიას, რომელიც აჭარაში ტურიზმის ხელშეწყობას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მოზიდვას ემსახურება. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გადაღებული საიმიჯო ვიდეორგოლი ეძღვენა ბათუმს, სადაც ქალაქში გადაღებული ულამაზესი კადრები მოხვდა.
რატომ იზიდავთ ტურისტებს შავი ზღვა? -საქართველო Euronews-ის ფოკუსში (ვიდეო)
"ევრონიუსის" საინტერესო რეპორტაჟი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებიდან
მზე, ზღვა, სიმწვანე, გართობა, ემოციები, სიყვარული – ეს ბათუმია.
ცნობისთვის, აჭარა ტურისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს. ვიზიტორების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კერძოდ, 2018 წელს აჭარას 1,9 მილიონზე მეტი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,7%-ით მეტია.

წელს, ზაფხულის სეზონზე, ბათუმი ტურისტების რეკორდული რაოდენობის მიღებას გეგმავს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმი გახდა გამარჯვებული პრემიის World Travel Awards-ი, რომელსაც „ტურისტულ ოსკარს“ უწოდებენ. აღნიშნული ჯილდო ჩვენს ზღვისპირა ქალაქს გადაეცა ნომინაციაში „ევროპის საუკეთესო სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულება“.
