LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსფერი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „იმედზე“ – ვინ დაინიშნა აღმასრულებელ დირექტორად

355
hqdefault

ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა, რომელიც ამ დრომდე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” მუშაობდა, “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია “ფორტუნას” თავად გიორგი ცხვიტავამაც დაუდასტურა.

მისი თქმით, აღმასრულებელ დირექტორად სამი დღეა მუშაობს.

“ჰოლდინგს აქვს განვითარების სტრატეგიული გეგმა  და ამ სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს  მუშაობა, რომელსაც აქვს თავისი სტუქტურული განვითარება და ამ დეტალებზე მიმდინარეობს განხილვა. რეორგანიზაცია არ იგეგმება ამ ეტაპზე, ყველა განაგრძნობს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში,” – აღნიშნა მან.

ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნას” “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “ახალი კვირის” წამყვანმა იმედა დარსალიამაც დაუდასტურა.

იმედა დარსალიას ინფორმაციით, გიორგი ცხვიტავა ჯერ შვებულებაში გავიდა და საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 5 ივლისს შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც და გიორგი ბახტაძე, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g