34 წლის რუნი მარასა და 44 წლის ხოაკინ ფენიქის ნიშნობის შესახებ მოარული ჭორები დასტურდება. დღეს Us Weekly ავრცელებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი ოფიციალურად დაინიშნა და ქორწილის თარიღიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
პირველად წყვილის ნიშნობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუნი მარა პაპარაცებმა ნიშნობის ბეჭდით დააფიქსირეს. შეგახსენებთ, რომ წყვილმა ურთიერთობა 2016 წელს, ფილმის გადაღებებისას დაიწყო. დიდი ხნის მანძილზე ისინი ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ, 2017 წელს კი წყვილი პირველად გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე.