ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე 20 ათასი ლარით დაეხმარა. 2030.news-ის ინფორმაციით, კახი კალაძემ ოჯახს თანხა დღეს გადასცა, როდესაც ზუგდიდში, ოთხოზორიას ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა.
საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 20 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე მოკლა. გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში ხვალ დაკრძალავენ.