LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2-ის“ წილის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა: ვაპირებ ამ საქმეს ბოლომდე მივყვე

348
1

ია კიწმარიშვილმა “რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. სარჩელი ცოტა ხნის წინ, მან ოფიციალურად დაარეგისტრირა. 

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ს ყიდის

„რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით გაიყიდება"

როგორც კიწმარშვილმა განაცხადა, სარჩელის შეტანა დააჩქარა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა ტელეკომპანიის გასხვისების სურვილის შესახებ.

„რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს წილები მათი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს. ეროსი ამას დაობდა 2009 წლიდან. ამას მიუძღვნა თავისი ბოლო პრესკონფერენცია, სადაც ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა,“ – განაცხადა ია კიწმარიშვილმა და არ დაუკონკრეტებია მოითხოვს თუ არა ყადაღას ამ ეტაპზე. გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ამბობს, რომ როცა არსებობს პრეცედენტი, არხის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, მასაც აქვს იგივე მოთხოვნები და სამართლებრივი დავა სრულიად სამართლიანია.

მან მოუწოდა ყველა შესაძლო მყიდველს, რომ არ შეიძინონ სადაო ქონება. კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს დავა მივიდეს სტრასბურგამდეც.

„დიახ, ის გეგმავს გაასხვისოს და მე მინდა მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადაო ქონების ყიდვიდან. მე ვაპირებ, ამ საქმეს ბოლომდე მივყვე, იქნება ეს საქართველო თუ სტრასბურგი,“ – განაცხადა ია კიწმარიშვილმა.

შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაში აპირებს პროცედურები ტელეკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, ერთი კვირის ვადაში დაიწყოს.

რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილს, ის წლების განმავლობაში ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ წილები მას უკანონოდ დაათმობინეს, თუმცა სიმართლის დადგენა მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g