LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

521
ცაგო-640x405

26-დან 30 აგვისტომდე შუალედში შავი მთვარის და პლანეტა ნეპტუნის ენერგიის შერწყმა თევზების ზოდიაქოს ნიშნის მე-17 გრადუსში (რომელსაც ასტროლოგები „ადამიანს, რომელიც წყალში ვარდება“ უწოდებენ), განსაკუთრებული სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენას მოითხოვს, რადგან მაღალია სუიციდის, უბედური შემთხვევების, ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი დოზირებით გამოწვეული ლეტალური შედეგების ალბათობა.

 

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მედიტაციისთვის, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, სესხის აღება და ბინის შეცვლა.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

* დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ოპალი, აგატი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ვერძს, კირჩხიბს და სასწორს, რომლებიც განსაკუთრებით იგრძნობენ ნეგატიური ენერგიების გავლენას, დაუსუსტდებათ ნერვული სისტემა, ადვილად გაღიზიანდებიან და არც კონფლიქტებში ჩაბმას მოერიდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები