საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CNN-ზე სარეკლამო კამპანიას აგრძელებს.
შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში, CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discovery Georgia” დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორიული, ბუნება, კურორტები და კულინარიაა აღწერილი.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს. პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.