LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ კუბლაშვილი მაგდა პაპიძეზე: „ბოლომდე წარმატებით დგამდა თეატრალურ წარმოდგენას…“

524

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში მაგდა პაპიძის შესახებ აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ წინასწარ იცოდა, როგორ დასრულდებოდა ეს პროცესი და გაიხსენა რამდენიმე ხნის წინანდელი თავისი კომენტარი, სადაც წერდა, რომ მაგდა პაპიძის ოჯახი უნდა დადუმებულიყო.

„ეს ძალიან ადრე იყო, თუმცა მე წინასწარ ვიცოდი სინამდვილე. ნებისმიერი იურისტი ან გამჭრიახი გონების ადამიანი იმთავითვე მიხვდებოდა ამ ქალბატონის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, განსაკუთრებით გაღიზიანდებოდა ათასგვარ ტყუილზე და ურცხვად თავისუფლებისთვის ბრძოლის ხერხებზე…

დღეს მაინც მეცოდება, არა სასჯელის გამო ( ის სრულებით ადეკვატურია), არამედ რისი ჩადენაც შეძლო ( მოტივისდა მიუხედავად, მე ის არ მაინტერესებს!) და მას შემდგომ აღიარებაც ვერ გაბედა, სინანული…

მთელი ეს პროცესი ჩემთვის საოცარი საცქერი იყო იმ კუთხით, თუ როგორ ვხედავდი სასტიკი დამნაშავის მხრიდან მეტ და მეტ უღირსობას, სადღაც გულში ყოველთვის მეიმედებოდა, რომ ბუნება არ დაუშვებდა ამგვარ ფენომენს, რომელიც ბოლომდე დგამდა თეატრალურ წარმოდგენას და წარმატებით თამაშობდა იმ ადამიანების ფსიქიკაზე, ვინც ვერ დაიჯერა დედის მიერ შვილის მკვლელობა და ის ეცოდებოდათ…

არც გვინდოდა ამის დაჯერება არავის, მაგრამ დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ჰუმანიზმის და კეთილშობილების ნიღაბი მოირგოს და ამ საშინელების დამცველად მოგვევლინოს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. ჩვენ არ ვართ სეირის მაყურებელი ბრბო, ჩვენ გულწრფელად შევშფოთდით მომხდარით. ღმერთს ვთხოვ, მონანიების სურვილი გაუჩინოს ამ უბედურ გოგოს და უკანასკნელი ყოფილიყოს ასეთი რამ ქვეყნიერებაზე“. – აღნიშნავს ადვოკატი „ფეისბუქის“ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g