სელინ დიონმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო. კანადელმა მომღერალმა ყველასთვის მოულოდნელად, 3 ახალი სიმღერა წარადგინა. Lying Down, Courage და Imperfections – ასე ჰქვია სინგლებს, რომლებიც 51 წლის შემსრულებლის მეთორმეტე ინგლისურენოვან სტუდიურ ალბომში – Courage შედის. ფირფიტა დღის სინათლეს 15 ნოემბერს იხილავს.
აღსანიშნავია, რომ სიახლეების პრემიერა ლეგენდარული არტისტის ახალი საკონცერტო ტურნეს დაწყების პარალელურად შედგა. Courage World Tour-მა სტარტი 18 სექტემბერს აიღო.
სელინ დიონმა ახალი ალბომი და მსოფლიო ტურნე დაანონსა (ფოტო)
შეგახსენებთ, რომ კრებულიდან უკვე ცნობილია Flying on My Own, რომელიც მან გარდაცვლილ მეუღლეს – რენე ანჟელილს მიუძღვნა.
სელინ დიონის კონცერტის ემოციური დასასრული (ფოტო)