რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. დღეიდან 9 საათიან კურიერს ნათია ლაზაშვილი წაიყვანს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ასევე ცნობილია დღის საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების ვინაობაც. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავასა და რუსთავი 2-ის კორესპონდენტ თეონა ცხომელიძეზე.
ნათია ლაზაშვილმა 11 წლიანი მუშაობის შემდეგ, 2012 წელს რუსთავი – 2 დატოვა და “მეცხრე არხზე” გადავიდა. დაახლოებით 8 თვის შემდეგ ის “მეცხრე არხიდანაც” წავიდა და მას შემდეგ ტელეეკრანზე აღარ გამოჩენილა.
გაიგეთ უფრო მეტი: ნათია ლაზაშვილი თუ ხელფასს აიღებს, მის ქმარს სამსახურიდან გაათავისუფლებენ