კრისტენ სტიუარტის პირადი ცხოვრება ამერიკულ მთებს ჰგავს, ის ძალიან ცვალებადია და ხშირად იცვლის პარტნიორებს, ახლა კი პაპარაცებმა მსახიობი დილან მაიერთან ერთად შენიშნეს. წყვილი ლოს-ანჟელესის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული სეირნობდა, ისინი საყიდლებზე იყვნენ. წყვილს ჩვეულებრივად ეცვა, რასაც ვერ ვიტყვით გასულ კვირაზე, როდესაც კრისტენმა ანდროგენულ სტილზე შეაჩერა არჩევანი და ყვითელი კოსტიუმი მოირგო.
შეგახსენებთ, გასულ კვირას კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალისკა გადაცემაში იმყოფებოდნენ, სადაც ფილმის „ჩარლის ანგელოზების“ შესახებ ისაუბრეს. „ჩვენ უკვე ვნახეთ ჩარლის ანგელოზები, თუმცა აღნიშნული ფილმი გაცოცხლებას მოითხოვს“, – განაცხადა მსახიობმა
შეგახსენებთ, „ბინდის“ ვარსკვლავი 2011 წელს, ჟურნალმა ფორბსმა, 100 ყველაზე ძლევამოსილ მსახიობს შორის დაასახელა.