LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგა დრო, დუმილი დავარღვიო – ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატობას ემშვიდობება

321
qucna

სერგეი გავრილოვის ვიზიტს შეწირული მანდატი და ზაქარია ქუცნაშვილის სევდიანი დამშვიდობება დეპუტატის მანდატთან – “ქართული ოცნების” წევრი, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საკმაოდ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ცდილობს ახსნას რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზები და საკუთარი უდანაშაულობა.

ქუცნაშვილი მედიას, კერძოდ კი რუსთავი 2-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მანდატი მხოლოდ ხალხის განწყობებზე მოქმედების გამო დატოვა. 

“საქართველოს პარლამენტმა დეპუტატის მანდატი ოფიციალურად გამიუქმა. ვფიქრობ, უკვე დადგა დრო დუმილი დავარღვიო”, – წერს ქუცნაშვილი. 

გავრილოვი: მადლობა პარლამენტს და ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გავრილოვმა  საკუთარი მიმართვა მადლობის გადახდით დაიწყო

ყოფილი დეპუტატი ამის შემდეგ “მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის” მიზნებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთი თუ მისი წევრია, ამის გამო საქართველომ წევრობაზე უარი არ უნდა თქვას. 

ამის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილი სტატუსს “რუსთავი 2”-ზე საუბრით განაგრძობს და დეტალურად მიმოხილავს ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის დაბრუნების მცდელობებს, სტრასბურის გადაწყვეტილებას და ტელევიზიის მოლოდინებს.
მმართველი გუნდის წევრი 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვაბანკზე წავიდა. 

ქუცნაშვილი ანტისაოკუპაციო აქციაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს ფსევდო-პატრიოტულად მიიჩნევს.  

ყოფილი დეპუტატი “რუსთავი 2”-ს გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული სიუჟეტებით ხალხის გაღიზიანებას ედავება.

ამის შემდეგ ქუცნაშვილი ისევ ასამბლეას და მის მნიშვნელობას უბრუნდება.

ამავე ორგანიზაციის მხრიდან ნეიტრალური პოზიციის დაკავება, ობიექტურ მსაჯულს ნათლად აჩვენებს იმას, თუ რამხელაა მართლმადიდებლურ სამყაროში რუსეთის „გავლენა“, – წერს ქუცნაშვილი.

“ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საზოგადოების გაღიზიანების მიზნით ცრუ ცნობები გაავრცელა ასამბელის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მიმართაც. ის საქართველოში სტუმრობისას არა ასამბლეის პრეზიდენტად, არამედ მხოლოდ რუსეთის დუმის დეპუტატად წარმოადგინეს. სინამდვილეში ის თბილისში ჩამობრძანდა როგორც IAO-ს ანუ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშირისო ასამბლეას პრეზიდენტი.

გავრილოვი და ნებისმიერი სხვა რუსი ეროვნების დეპუტატი საქართველომ კი არ ჩამოიყვანა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, არამედ თავად ასამბლეის საერთაშორისო სამდივნომ”, – წერს სოციალურ ქსელში ქუცნაშვილი. 

საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან ბოდიში მივიღეთ - სერგეი გავრილოვი

ვფიქრობ, აუცილებელია ქართველმა სამართალდამცველებმა ამ ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

ყოფილი დეპუტატი გავრილოვზე ამბობს, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ არათუ არ იბრძოდა, ის, ქუცნაშვილის თქმით, ჯარშიც კი არაა ნამყოფი. 

თავის ვრცელ სტატუსში, ქუცნაშვილი ყველაფერს “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებს და მიიჩნევს, რომ ხალხი მათ გააღიზიანეს.

როგორც ჩანს, ყოფილ დეპუტატს არ სჯერა, რომ ქართველ ხალხს გულწრფელი პროტესტი ჰქონდა რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტის გამო და ქართველ ერს გულწრფელად არ სურდა ოკუპანტის თბილისში ყოფნა.

ქუცნაშვილი ამ ახსნა-განმარტებების შემდეგ კითხვას სვამს, მაშინ რატომ დათმო მანდატი და პასუხსაც თავად სცემს:

“მაშინ რატომ დავდე მანდატი? დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად დასვამს ამ შეკითხვას. ორი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ მსურდა ჩემ გადაწყვეტილებას ადამიანების თუნდაც ნაწილის განწყობებზე ემოქმედა და სიმართლის გაუცნობიერებლად მათ რიგებში სიმშვიდე შეეტანა. რადგან მჯერა, რომ პოლიტიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია თავისუფალი თუ შეძლებს სხვის შეცდომებშიც საკუთარი წვლილი დაინახოს.

ისე რას ვინატრებდი იცით ქვეყანაზე მოფიქრალი ოპოზიციის მხრიდან? ასამბლეა პარლამენტს გარეთ ანტისაოკუპაციო მშვიდობიანი მიტინგის ფონზე ჩატარებულიყო, რაც დასტური იქნებოდა ჩემს მიერ მომზადებულ მოხსენების ბოლო წინადადების – საქართველო არ შეეგუება და დაძლევს ოკუპაციას!!!

მეორე მიზეზი ასევე ადამიანური გახლავთ. არ წარმომიდგენია ნებისმიერ საქმეში ბევრი ვიყოთ და პასუხი მხოლოდ ერთმა აგოს.

ჩემს ამომრჩეველს ბოდიში მოვუხადე და მანდატი დავთმე – ის რაც ხალხმა დროებით მომცა… სიმართლის დათმობას არ ვაპირებ! პატივისცემით, ზაქარია ქუცნაშვილი! – წერს ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g