ზუგდიდში, სოფელ რუხთან, ზედაეწერის ტრასაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასთან ერთად მყოფი სამი ახალგაზრდა კი სხვადასხვა დაზიანებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვლილის ვინაობას ამ დროისთვის არ ასახელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი “ოპელისა” და “ფორცვაგენის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, “ოპელის” ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ექიმების ინფორმაციით ორი დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათივე განმარტებით სხვა დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.