LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გერმანულ სოფელს აღადგენენ (ფოტოები)

637
75007790-2871748769524893-1341414386434048000-n

საქართველოში გერმანულ სოფელს აღადგენენ – ასურეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ქართულ-გერმანული ურთიერთობის, მეგობრობის ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ დასახლებამ უკვე შეიძინა თავისი ადგილი ტურისტულ მარშუტებში, განსაკუთრებით კი იმ ტურისტებს შორის, რომლებიც გერმანიიდან ჩამოდიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასურეთს დაუბრუნებს არა მარტო სილამაზეს, არამედ ეკონომიკური განვითარების საშუალებას გააჩენს და კერძო სექტორის დაინტერესებასაც გამოიწვევს,“ – აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ცნობისთვის, სოფელ ასურეთის კომპლექსური რეაბილიტაცია 2016 წლიდან დაიწყო, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ, ჯამში, 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

 

გასულ წელს სოფელ ასურეთში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დასრულდა, ამ ეტაპზე კი ისტორიული სოფლის სარესტავრაციო კომპლექსური სამუშაო გრძელდება.

შვაბების ქუჩაზე მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს პირვანდელი სახით აღდგენა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g