LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ალბანეთის განადგურებით დაიწყო და სლოვაკეთისკენ წავიდა

53

საქართველოს ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო და ჯგუფის აუტსაიდერ ალბანეთს სულ ფრენა-ფრენით მოუგო. ულაპარაკოდ, ლამაზად, კარგი განწყობით – 86:47.

საქართველო 86:47 ალბანეთი
21:9, 24:10, 23:13, 18:15

ალბანეთთან მატჩები ილიას ზუროსს თამაშის ტაქტიკის დასახვეწად, ნაკრების წევრებს კი შესათამაშებლად და გამოცდილების მისაღებად გამოადგებათ. ეს უფრო ახალგაზრდებზე ითქმის, რომლებმაც საკმარისად და საკმაოდ შედეგიანად ითამაშეს. ნაკრების გამოცდილმა მოთამაშეებმა კი საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინეს – მაყურებელმა ერთი მატჩისთვის რეკორდულად ბევრი ცინცაძე-სანიკიძის საფირმო და ულამაზესი კომბინაცია იხილა: უკანახაზელის დაკიდებული პასი პერიმეტრიდან და სანიკიძის ჰარში ერთი მოძრაობით ჩატენილი ბურთი.

სანიკიძემ 20 ქულა მიითვალა და უფრო მეტი ბურთი ჩატენა, ვიდრე ჩააგდო. უმეტეს შემთხვევაში მისი ასისტენტი გიორგი ცინცაძე გახლდათ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 9 ქულა და 9 პასი მიითვალა.
მოედანზე არ გასულა ამერიკელი ლეგიონერი მაიკლ დიქსონი, რომელსაც ნატკენი მუხლი აღარ აწუხებს, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ბრძოლაში ჩართვა არ გარისკა.

სასტარტო ხუთეულში იყო და რიგიანად გაისარჯა თორნიკე შენგელია, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა და რუსეთთან 14 აგვისტოს მატჩის შემდეგ, შვედეთთან და პოლონეთთან ამხანაგურ შეხვედრებში არ უთამაშია. შენგელიამ მატჩი 12 ქულითა და 6 მოხნით დაასრულა. 11 ქულა ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე დაგროვდა, რომელმაც გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შესანიშნავად გაისარჯა სათადარიგო ბესო ლეჟავა, რომელმაც მოედანზე 20 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და 10 ქულა მოაგროვა.

9-9 ქულა ერთბაშად სამმა კალათბურთელმა – გიორგი შერმადინმა, ცინცაძემ და დუდა სანაძემ მიითვალეს. ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ შეტევაში ძალები დაზოგა და 6 ქულას დასჯერდა, თუმცა 6 მახვილგოვივრული პასი გაჩარხა, რასაც 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მოაყოლა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს კარგი ვარჯიში გამოუვიდა სლოვაკეთთან სერიოზული დაპირისპირების წინ. ილიას ზუროსის გუნდი ავსტრიაში 1 სექტემბერს, გამთენიისას გაფრინდება, საიდანაც სლოვაკეთის დედაქალაქში ავტობუსით ჩავა და პირველი სოლიდური ბრძოლისთვის მოემზადება.

ილიას ზუროსი (საქართველოსმწვრთნელი):

– საშუალება მოგვეცა დიქსონი დაგვეზოგა. იგი შემდეგი მატჩებისთვის უფრო გვჭირდება. ალბანეთი მოვისტუმრეთ. ახლა უკვე სლოვაკეთზე ვფიქრობთ. მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. ვიცით, მძიმე ბრძოლა გველის, თუმცა საამისოდ მზად ვართ.

 

ჯგუფის მეორე მატჩში მონტენეგრომ სლოვაკეთს უმასპინძლა და 32 ქულით – 97:65 სძლია.
3 სექტემბერს მონტენეგრო ალბანეთში ითამაშებს, სლოვაკეთი კი საქართველოს უმასპინძლებს.

 

Vs albania

nakrebi2016-GeovsAlb3

nakrebi2016-GeovsAlb

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g