საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება გადავადდა – თარიღმა 2021 წლამდე გადაიწია. აღნიშნულის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. პრემიერ-მინისტრის დადგენილება 15 ნოემბრით თარიღდება.
შეგახსენებთ, დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტი 2020 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის გადავადებას ბიზნესი და იმპორტიორები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან მოხდებოდა, შესაბამისად, დიზელის ძირითადი მომწოდებელი სწორედ რუსეთი გახდებოდა.