LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენი მიზანი არის მასკარადი, რომელიც გინდათ, მოაწყოთ წინასაარჩევნოდ”

93

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ გეგმავენ.

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, პარტია არ აპირებს სუს-ის მიერ დადგმულ მასკარადში ჩაებას:

მზად ვართ, ყველა შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ქმედებებით ხელს უშლით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მე, როგორც მაჟორიტარ კანდიდატს, იმისათვის, რომ ჩავატარო სრულყოფილი საარჩევნომ კამპანია. თვით ისეთ სახელგატეხილ უწყებასაც კი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ – სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, მე მზად ვარ, ყველა კითხვაზე ვუპასუხო. მათ შორის იმ ფარსზე, რომელიც დღეს თქვენ გამოაქვეყნეთ. მაგრამ იმისათვის, რომ ადგილი არ ქონდეს ხელისშეშლას, მობრძანდით აქ და გიპასუხებთ კითხვებზე. თქვენი მიზანი არის მასკარადი, რომელიც გინდათ, მოაწყოთ წინასაარჩევნოდ.

სუს-ის თანამშრომლები, რომლებმაც ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დაკითხვაზე დაბარების უწყებები მიიტანეს, შენობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა უწყებები პარტიის წევრებმა არ ჩაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g