LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპირებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას?

77

“ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტაროს. როგორც პარტიის ერთერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია. მისი თქმით, იმ შემადგენლობით, რაც გავრცელებულ მასალაში ჩანს, პარტიის ლიდერებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა არ ჰქონიათ.

“მზად ვართ სუს-თან ვითანამშრომლოთ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მათთან მისვლას და ველოდებით ჩვენს ოფისში, სადაც მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერიონ. ხელისუფლება ამას სუს-ის ხელით აკეთებს. პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ამოცანა არის წინასაარჩევნო კამპანიის ბლოკირება” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

magti 5g