23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს კიევში „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ საკინიძემ ჩააკითხა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალაც კიევიდან შეხვედრის ინიციატორებმა გაავრცელეს და ზოგისთვის „შოკი“ და ზოგისთვის ჩვეულებრივი მიმართვები გაავრცელეს.
გუბაზ სანიკიძემ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო „გატეხილი და ნაფიქრალი ღამეების” შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არავის არ უნდა გაკვირვებოდა.

„ამაში მოულოდნელი არაფერია. მე ერთი თვით ადრე ვთქვი, რომ მივდიოდი კიევში. ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, რომლებიც მალულად მიდიან. მე პირდაპირ ვთქვი და შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. მე პატიოსანი პოლიტიკოსი ვარ. დღეს პოლიტიკური პარტნიორი არის ყველა“, – ამბობს გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველთან” გადაცემა „რეაქციაში“.

მისივე განმარტებით, მთელი ხიბლი და მარილი იმაშია, რომ დაპირისპირებული ადამიანები არიან ერთად. გუბაზ სანიკიძეს უკვირს, რატომ „დაიშოკა“ ქართული საზოგადოება მისი და სააკაშვილის შეხვედრით, ვინაიდან აქ უჩვეულოს ვერაფერს ხედავს და მიიჩნევს, რომ წარსულში მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოებას წერტილი დაუსვა.

ასეთი დროც იყო…
გუბაზ სანიკიძე „პრაიმ ტაიმში“ გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.
„მას აბსოლუტურად სრულად მესმის შექმნილი ვითარება. მარტო “ნაციონალური მოძრაობა” ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. ამოცანაა ყველასთვის, ყველა მოქალაქისთვის ის, რომ მოვაშოროთ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას, რომელიც არის ავტორი საქართველოს კატასტროფის. თუ მიშა ჩამოვა მე ხელს შევუწყობ, მასაც აქვს შეცდომები, მაგრამ ზვიადის სკამში არავინ ჩაუსვამთ. თქვენ ეტყობა არ იცით, რომ ქვეყანა არის სიმბოლოები“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს – მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესთან და ვალერი გელბახიანთან ერთად (ვიდეო)
