LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი და შევხვდეთ განახლებული ენერგიით ახალ წელს – „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“

688
cagareli-tofuria

14 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ბატონმა მიხეილმა ჰომეოპათს, მედიცინის დოქტორს, ქალბატონ თინა თოფურიას უმასპინძლა და მასთან ერთად განიხილა ჰომეოპათიის დანიშნულება.

– ქალბატონო თინა, რას გულისხმობს ჰომეოპათია?

– ჰომეოპათია მედიცინის ერთ-ერთი უძველესი დარგია, რომლის ფუძემდებლად გერმანელი ექიმი და ფარმაცევტი სამუელ ჰანემანმი ითვლება, რადგან მე-19 საუკუნის დასაწყისში სწორედ მან შექმნა სკოლა და მოუყარა თავი იმ ცოდნას, გამოცდილებას, რომელსაც ჯერ კიდევ ძველეგვიპტელი ქურუმები იყენებდნენ. ამერიკის და ევროპის შემდეგ, მე-19 საუკუნის ბოლოს ჰომეოპათია საქართველოშიც ფართოდ გავრცელდა. მართალია,  თანამედროვე ეპოქაში მედიკოსთა დიდი ნაწილი არ აღიარებს და მას პლაცებოს ეფექტად მიიჩნევს, რაც ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ნიშნავს, როცა პაციენტს ჩვეულებრივი წყლის სამკურნალო თვისებებისაც ადვილად სჯერა, მაგრამ სინამდვილეში, უამრავი ადამიანი მოგვმართავს, როცა ყველა სხვა მკურნალობა ეფექტს კარგავს. სხვათაშორის, ევროპაში საკმაოდ აქტიურად იყენებენ ჰომეოპათიას პედიატრიაში, რადგან დედებს აღარ სურთ ქიმიური პრეპარატების გამოყენება, რომელიც ალერგიასთან ერთად უამრავი უსიამოვნების მიზეზი ხდება, ჩვენი დარგი კი, მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს მოიხმარს მინიმალური დოზით. ამასთანავე, არსებობს პრეპარატები, რომელთა მთავარი შემადგენელი არა მატერია, არამედ ინფორმაციაა, რაც უკვე ენერგო-ინფორმაციულ მედიცინას ანუ კლასიკურ ჰომეოპათიას – საკმაოდ რთული სფეროს გულისხმობს,  განსხვავებულ ფსიქოტიპებს აერთიანებს და ექიმსაც ადამიანის ორგანიზმის სრულად შესწავლას და მკურნალობის მეთოდის ინდივიდუალურად მორგებას ავალდებულებს, რადგან ჩვენ არა დაავადებას, არამედ მისი წარმოშობის მიზეზს ვმკურნალობთ. სხვათაშორის, ორგანიზმს ნამდვილი სასწაულების მოხდენა შეუძლია, რადგან ყველა ექიმზე უკეთ იცის საკუთარი პრობლემები, სწორად მიდგომის შემთხვევაში კი, ერთგვარ თვითრეგულაციის რეჟიმზე გადადის და თავად ჰკურნავს საკუთარ თავს.

– იმუნიტეტის გაძლიერების უამრავი საშუალება არსებობს. თქვენ რას თვლით ყველაზე ეფექტურად?

– გაგიკვირდებათ, მაგრამ ქართველებისთვის იმუნიტეტს გაძლიერების საუკეთესო საშუალება საცივია თავისი მიხაკით, დარიჩინით და სხვა სუნელით. თუმცა, მისი მირთმევა მხოლოდ ზამთარში, საახალწლო დღსასწაულებზეა ეფექტური, რადგან წლის ბოლოს ადამიანი სრულად ხარჯავს ენერგეტიკულ რეზერვს და სწორედ მაშინ სჭირდება ორგანიზმის გაძლიერება, რათა განახლებული შეხვდეს ახალ წელს, რომელსაც თავისი ენერგეტიკა მოაქვს. დიდხანს ვმუშაობდი ტიბეტურ მანუსკრიპტებზე და მეც მივაკვლიე უკვდავების „წამლად წოდებულ“  შამბალას შვიდ რეცეპტს, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ საცივის რეცეპტი აღმოჩნდა. თუმცა, ტიბეტელები არა კერძს, არამედ სუნელების ნაყენს ამზადებდნენ, აზავებდნენ ანუ ჰომეოპათიურად ამუშავებდნენ და მხოლოდ შემდეგ იყენებდნენ სამკურნალოდ.

– რა უნდა გავაკეთოთ წლის ბოლოს, რათა განახლებული შევხვდეთ ახალ წელს?

– აუცილებლად უნდა მოვდუნდეთ, დავხუროთ ყველა პროგრამა და იმედიანად შევხვდეთ ახალ წელს. მაგალითად, იაპონელები ახალი წლის ღამეს, 10-15 წუთით დუმდებიან და ზუსტად 12 საათზე იწყებენ მთელი გულით სიცილს, რადგან სჯერათ, რომ სწორედ სიცილი, ხმაური აფრთხობს ავ სულებს, რომელთაც ახალი წლის ენერგიასთან ერთად სჩვევიათ შემოპარვა. იმავე ტრადიციას მიზდევენ სხვა ხალხებიც, მათ შორის ქართველებიც, როცა თოფიდან სროლით და ზინზილაკებით, სიმღერით და ხმაურით ცდილობენ ბოროტის განდევნას. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ „მრავალჟამიერს“ თავისი ვიბრაციითა და პოლიფონიურობით აურის გასუფთავების და დადებითი ენერგეტიკის მოზიდვის უნიკალური თვისება აქვს. სხვათაშორის, ახალი წლის ღამე ღია ასტრალის დროა, როცა ყველას შეუძლია დადგეს ფანჯარასთან, მარცხენა ხელში წითელი ღვინო, მარჯვენაში  -ცვილის ანთებული სანთელი დაიჭიროს, მოისმინოს „მრავალჟამიერი“ და პატრიარქის დალოცვა, გაუგზავნოს სამყაროს  საკუთარი თხოვნა და აუცილებლად აისრულოს, თუ რა თქმა უნდა, საოცრების, ზღაპრული სამყაროსი სჯერა.

– თქვენს პრეპარატებს პაციენტები „ჯადონსურ წვეთებსაც“ ხშირად უწოდებენ. საინტერესოა, რა დანიშნულებით გამოიყენება თქვენს მიერ რეკომენდირებული მედიკამენტი?

– ჩვენს მარაგში უამრავი პრეპარატია, მაგალითად, მიოკარდის და კორონარების უნივერსალური საშუალება, რომელთაც მსოფლიოში არ გააჩნია ანალოგი. ძალიან ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო მალამო ბაქტერიებისგან თავის დასაცავად, გრიპის საპროფილაქტიკო მედიკამენტის მიღება კი, მთელი ზამთრის შეიძლება კვირაში ერთხელ, გვაქვს იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალებები და პრეპარატი, რომელიც თვითონ ვირუსს ებრძვის და დაბლოკვით უშლის ხელს გავრცელებაში.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ „ჯადოსნური ჯოხის“ მფლობელიც ხართ…

– ე.წ. „ჯადოსნური ჯოხი იაპონიაში მოგზაურობისას მივიღე ტიბეტელი ბერისგან საჩუქრად, რომელმაც ტიბეტურად მომმართა და ძალიან გაუკვირდა, როცა მისივე ენაზე ვუპასუხე. ჩვენი საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ბოლოს კი, სუდარიდან შავი ორნამენტით დამშვენებული ჯოხი ამოიღო და მისახსოვრა, რომელიც მხოლოდ ჩემს სახლშია ეფექტური და 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ასრულებს სურვილებს. სხვათაშორის, სანუკვარი სურვილის ასრულების შანსი მას უფრო აქვს, ვისაც მეტად ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები