LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩაგვიშვა ვიღაცამ, ვინც ახლა ბერლინშია” – ვინ დააკავეს ქუთაისის აეროპორტში

76

ქუთაისის აეროპორტში დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრია, ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი –ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები). პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა განეხორციელებინათ ჩხრეკა. მას შემდეგ რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ქუთაისში ტომოგრაფიის გადასაღებად. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას.

ქეთამ შეძლო ეს-ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა, რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა,” – ნათქვამია განცხადებაში.

თავად ქეთა გაბუნია კი „ფეისბუქზე“ წერს, რომ სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდა უცნობმა პირმა, რომელიც ბერლინში იმყოფება.

„მეგობრებო, მშვიდობაა. ვარ ქუთაისში ტომოგრაფიაზე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაგვაჩერეს, გაგვჩხრიკეს და ვერაფერი რომ ვერ ნახეს, ტომოგრაფიას გვიღებენ.

ჩაგვიშვა ვიღაცამ, ვინც ახლაც ბერლინშია. “


” width=”500″

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g