საზოგადოების მთელი ყურადღება ახლა „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზეა მიპყრობილი. როგორც იცით, კინოაკადემიის უზენაესი ჯილდოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრეტენდენტი ხოაკინ ფენიქსია.
სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, თუმცა როგორც ბულინგის მსხვერპლი. ტელეშოუს წამყვანმა, ვენდი უილიამსმა შოუს მსვლელობისას, როდესაც ის „ცხელ თემებს“ განიხილავდა, ხოაკინ ფენიქსს უცნაურად მომხიბვლელი უწოდა, შემდეგ კი მას „კურდღლისტუჩა“ უწოდა და დამამცირებელი ჟესტით განასახიერა მსახიობი.
აღნიშნულ ქმედებას საზოგადოების მხრიდან საშინელი რეაქციები მოჰყვა. ვენდი უილიამსი ყველამ ერთხმად გააკრიტიკა მსგავსი საქციელისა და სიტყვებისთვის.
თავად ფენიქსისგან ამ ფაქტს გამოხმაურება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.