LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველი ულამაზესი თვალებით თბილისის ზოოპარკიდან – ჩახუტება მოგინდება

249
83034672-10158363333729575-5708117957083660288-o

თბილისის ზოოპარკში ეს ლამაზი ლამა გასული წლის ნოემბერში დაიბადა. იმ მიზეზით, რომ დედაც ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, პატარა ნაშიერს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია, ამიტომ ის უმისამართოდ დადიოდა. ბოლოს, დედა-შვილურმა ინსტიქტმა მაინც თავისი გაიტანა და დედამ შვილი ჩაიხუტა. იმ დღიდან ორივე არიან როგორც “პური და ყველი”.

“აი, რანაირია ახლა ესა. როგორ გინდა, არ მიუჯმუჯნო ის მოკოფსილი ცხვირ-პირი?

ნოემბერში დაიბადა. დედამისი ახალგაზრდა, გამოუცდელი გოგოა და პატარა რომ გაუჩნდა უცბად ვერ მიხვდა, რა ექნა, როგორ მოეარა, როგორ გამოეკვება… დაბოდიალობდა დაბნეული, ნეტავ რა ხდება ჩემს თავს, ან ეს რა არსებაა, რა უნდაო. ამას კიდევ შიოდა ამასობაში და ხან ერთ მდედრს აეტორღიალებოდა ვოლიერში, ხან – მეორეს.

მომვლელებმა ბოთლითაც სცადეს ახალშობილის გამოკვება, მაგრამ არ მიიკარა. ის-ის იყო, დადარდიანებას ვაპირებდით, რომ უეცრად გაუსკდა ახალგაზრდა დედას დედური მზრუნველობისა და სიყვარულის ბუშტი და ფილმებში რომაა, ისე გაექანა და ჩაეხუტაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ კი მოუხმო შვილს თავისთან თავისებური, ალპაკური ძახილით. არ ვიცით, შემოუძახა ვინმემ, თუ თვითონ აიყვანა თავი ხელში, მაგრამ ფაქტია – დედა-შვილურმა ინსტინქტებმა იმ დღესვე გაიმარჯვა შიშსა და გაურკვევლობაზე და დღეს კი არიან, როგორც ყველი და პური”, – წერია თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე.

თბილისის ახალი ზოოპარკის დიზაინზე ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი იმუშავებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g