“მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ადვოკატი, ჯაბა კვარაცხელია აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯაბაური გამსახურდიას წარმომადგენელია მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებში. თუმცა, მას არ ეძლევა საშუალება, მეუღლე ინახულოს და მისი ჯანმრთელობის შესახებ მიიღოს დეტალური ინფორმაცია.
ცოტნე გამსახურდია მკურნალობას სტამბოლში გააგრძელებს
მისივე ინფორმაციით, თურქეთის კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურის ადვოკატს ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს საბუთი რომლის საფუძველზეც, ცოტნე გამსახურდიას ნახვა ქალბატონი მანანას გარდა, ყველას ეკრძალება.
“სამი კვირის წინ, კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ხელი შეუშალა ცოტნეს მონახულებაში, მაგრამ ჰოსპიტალმა მაშინ უზრუნველყო ანას ცოტნესთან შესვლა, თავისი კეთილი ნებით.
ცოტნეს პალატიდან დერეფანში უკან გამოსული ანა ჯაბაური იქვე შეესწრო ქალბატონი მანანას სატელეფონო საუბარს, რომელიც ჩვენთვის უცნობ პირთან ყვებოდა, თუ როგორ ელაპარაკა მის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა პრეზიდენტმა დახმარება და მხარდაჭერა“, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ანა ჯაბაურის გარდა ამ საუბარს ჰყავს სხვა მოწმეც და დაადასტურებს მოსმენილი საუბრის შინაარსს.
გიორგი გამსახურდია ივანიშვილს და გახარიას მადლობას უხდის – მისი ძმის მკურნალობა “ქართუმ” დააფინანსა
შეგახსენებთ, ცოტნე 19 დეკემბერს, ვერაზე, მისივე სახლთან დაჭრეს.გამსახურდიას საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა, ხოლო 22 დეკემბერს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. 1 სხდომათა დარბაზიდან გატავისუფლდა.
ცოტნე გამსახურდიას საქმე – ოთხ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს, ერთი გაათავისუფლეს