ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი დოკუმენტურ ფილმს Miss Americana იღებს. მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ, ახალი სიმღერა Only The Young გამოუშვა, რომელიც მის მომავალ ფილმში გაჟღერდება, სიმღერით ის სკოლებში გახშირებულ თავდასხმებს და ძალადობას ეხმაურება.
„ჩვენ თვითონ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავებს”, – აცხადებს არტისტი.
ცნობისთვის, კომპოზიცია არტისტმა 2018 წელს დაწერა.