კრიშტიანო რონალდოს სამსახიობო კარიერის დაწყება სურს. მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ჟურნალ „Fourfourtwo“-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ფეხბურთელის აზრით, სპორტში სამუდამოდ ვერ დარჩება, ამიტომ ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რას გააკეთებს მომავალში. ერთ-ერთი გეგმა კი მსახიობობაა. რონალდო აპირებს, რომ ერთ დღეს საკუთარ თავი ითამაშოს კრიმინალურ ბოევიკში.
ჟურნალმა ფეხბურთელი 2016 წლის ადამიანების სიაში მოახვედრა. საინტერესოა, რომ პორტუგალიელთან ერთად გარეკანზე ასევე მოხვდნენ პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ჯერომ ბოატენგი, რიად მარეზი და ლუის სუარესი.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში „რეალის“ ფორვარდი ოფშორულ კომპანიებთან კავშირში ამხილეს. მისი სარეკლამო შემოსავალი 150 მილიონი ევრო იყო და გადასახადებში მხოლოდ 5,6 ევრო გადაიხადა. ამის გამო, ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.