LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ სი არენას“ მიმდებარედ კვების ობიექტების მოსაწყობად კონკურსი გამოცხადდა

67

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ დაბა შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“  არსებულ ევკალიპტების პარკსა და „მუსიკოსთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნის და კაფეს აშენებისა და მართვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა მოხდება სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს სიმბოლურ ფასს –  100 ლარს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს. პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე https://drive.google.com/file/d/0B3vgM3lEWoh4bjNpNXpLM3VlMG8/view

“საქართველო დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სფეროში გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. ტურისტების  გაზრდილი ნაკადის გამო, ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, საინტერესო სანახაობებთან ერთად, საზოგადოებრივი კვების ობიექტების  ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის”, – ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„ბლექ სი არენა”, დაბა შეკვეთილში საქართველოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ღია ტიპის საკონცერტო დარბაზს წარმოადგენს, რომელიც  2016 წლის ივლისში გაიხსნა.

დარბაზიგათვლილია 10 000 მაყურებელზე. 2016 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე უკვე წარსდგნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ვანესა მეი, კრისტინა აგილერა, ჯგუფი Scorpions, „ერისიონი“ და სხვა. მხოლოდ 30 ივლისიდან 3 სექტემბრამდე, ექვსს ღონისძიებაზე ვიზიტორთა რიცხვმა შეადგინა 45500 ადამიანი. საკონცერტო დარბაზში განთავსებულია 4 კინოთეატრი. საკონცერტო დარბაზს ემსახურება 140 კაციანი პერსონალი, თუმცა ეს რაოდენობა 2-ჯერ იზრდება კონცერტისთვის მომზადების პერიოდში.

საკონცერტო დარბაზის მოძრავი გადახურვისა და კედლების გათვალისწინებით, საკონცერტო დარბაზში შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელია, წლის ნებისმიერ მონაკვეთში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები