LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რენე ზელვეგერი და ბრედლი კუპერი – ყოფილების მორიგი პაემანი კულისებში

1879
24533014-0-image-a-83-1581309735212

ყველა ჰოლივუდელ ვარსკვლავს როდი მოსწონს ზედმეტი ყურადღების ცენტრში ყოფნა, ეპატაჟი და ისტორიულ, წითელ ხალიჩაზე დემონსტრაციულად გავლა. ასეთ მსახიობებს შორისაა 45 წლის ბრედლი კუპერი, რომელიც ისე დაჯდა სტუმრებისთვის განკუთვნილ სკამზე, რომ ის არავის შეუმჩნევია. თუმცა, ტაბლოიდებს მთავარი დეტალი არ გამოპარვიათ. როგორც ჩანს კულისები უკვე „ექს“ წყვილების საყვარელ ადგილად იქცა.

მომენტი, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა - ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კულისებში

თვალებით კონტაქტი, ხელზე ნაზი შეხება, ჩახუტება, კოცნა და გულწრფელი ემოციები - ტაბლოიდებისთვის საოცრად გემრიელი მასალა და კადრები, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა

ბრედლი კუპერი მის ყოფილ შეყვარებულთან ერთად, 50 წლის რენე ზელვეგერთან ტკბილად მოსაუბრე და მომღიმარი დააფიქსირეს.

წყვილს ეტყობოდა, რომ ერთმანეთის ნახვა საოცრად გაუხარდათ, სწორედ იმ საღამოს მიიღო რენემ  ოსკარის ჯილდო ფილმისთვის „ჯუდი“.

„მე არ შემიძლია შესაბამისი სიტყვების პოვნა, როდესაც მასზე ვსაუბრობ, მე ის უბრალოდ მიყვარს“ – ეს სიტყვები წარმოთქვა შეყვარებულმა ბრედლიმ  2010 წელს.

შეგახსენებთ, ბრედლი კუპერი და რენე ზელვეგერი ფილმის „საქმე N39“ გადასაღებ მოედანზე დაახლოვდნენ, შემდეგ კი საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ, წყვილი ერთად 2 წელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები